aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სათამაშოების კომპანიამ შეზღუდული შესაძლებლობების თოჯინები გამოუშვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ყველა ბავშვს სურს ისეთი სათამაშო, როგორიც თვითონა”

ბრიტანეთის სათამაშო კომპანიამ Makies შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თოჯინები გამოუშვა. თოჯინები ერთმანეთისგან კანის ფერით, გარეგნობით, ზომით, თმის ტიპით განსხვავდებიან. გარდა ამისა, მათ აქსესუარებიც აქვთ – ხელჯოხი, სმენის აპარატი. ასევე, სახეზე ნაწიბურები და ა.შ.

კომპანიამ თოჯინები რამდენიმე სერიის სახით გამოუშვა. პირველი სერიის თოჯინა ჯოხით, სასმენი აპარატითა და თანდაყოლილი კანის ლაქითაა. მეორე სერიის თოჯინები ეტლში სხედან.

თოჯინების სერია შშმ ბავშვების მხარდასაჭერი სოციალური კამპანიის ToyLikeMe ფარგლებში შეიქმნა.

“ყველა ბავშვს სურს ისეთი სათამაშო, როგორიც თვითონაა. ეს ყველაფერი ჯადოსნურად მშვენიერია. ახალი სპექტრის თოჯინებმა სათამაშო ინდუსტრია უკეთესობისკენ შეცვალეს”, – ამბობენ კომპანიაში.

წყარო: 17 მაისი

იტვირთბა....