aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზღვარი აქვს ყველაფერს…” – რას წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ხაჩიძე აღნიშნული მიმართვის ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ამბებს ეხმაურება.

,,ქართველისთვის მნიშვნელოვანი იყო არის და იქნება – ოჯახი, სარწმუნობა, ღირსება.

ჩემი გავლილი ცხოვრებიდან არ მახსოვს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში გასვლოდეს ამ ყველაფრის შეურაცხყოფა.

მოთმინების დიდი უნარი გვაქვს, მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს… 2021 წელი, 8 მარტი, დაიმახსოვრეთ. (მე მითქვამს თქვენთვის და მერე არ თქვათ)”, – წერს ზურა ხაჩიძე.

ცნობისათვის, მარტვილში, კათედრაზე ახლადდადგენილმა მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის ორ დიაკონს, რომლებიც უარს ამბობდნენ მასთან თანამსახურებაზე, მღვდელმოქმედება შეუჩერა, რასაც მრევლის ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. პროტესტის შემდგომ შეხლა-შემოხლისას ეპარქიის აივნის მოაჯირი ჩატყდა და ათამდე ჟურნალისტი გადაცვივდა. მათი ნაწილი დაშავდა.

იტვირთბა....