aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ დროებით  წესებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„როგორც ვიცით 13 ნოემბერს  პარიზში მოხდა რამოდენიმე ტერორისტული აქტი,  აფეთქბა მოხდა საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიზე, რამაც უახლესი ინფორმაციით 150 -მდე მსხვერპლი გამოიწვია. ჩვენ გვინდა მივუსამძიმროთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვუსურვოთ დაზარალებულებს მალე გამოჯანმრთელება. ასევე სამძიმარს ვუცხადებთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და  ვუთხრათ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება საქართველო, მისი ხელისუფლება და მოქალაქეები მათ გვერდით არიან ამ მძიმე წუთებში“.  – ამ სიტყვებით დაიწყო ბრიფინგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

„საელჩო მოუწოდებს განცხადებით და ჩვენც ვუერთდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით დედაქალაქში პარიზში და საზოგადოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაემორჩილონ ამ დროებით წესებს, შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ ამ დასვენების დღეებში თავიან საცხოვრებელ ადგილებზე. სასურველია, რომ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჰქონდეთ კავშირი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, კერძოდ, საელჩოსთან. საელჩომ უკვე განათავსა თავის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი. ასევე მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს დაგვიკავშირდნენ,“- აცხადებს ჯალაღანია.

ბოლო მონაცემებით, 13 ნოემბრის ტერაქტებს პარიზში 153 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იტვირთბა....