aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილია ის ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ოპოზიციას” – სანიკიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, გუბაზ სანიკიძე “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “კარგი იქნება, თუ ივანიშვილთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც დატოვებს ქართულ პოლიტიკას.” როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, სააკაშვილია ძრავი, რომელიც ოპოზიციას ასულდგმულებს. მისივე განცხადებით, არა ახალი სახეების, არამედ გამოცდილი პოლიტიკოსების იმედი აქვს, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის. ამბობს მან  TV პირველის ეთერში განაცხადა.

“გიორგის რადიკალურად არ ვეთანხმები ამ შეფასებაში. შიში რას ნიშნავს, ვერ გავიგე, რომ ადამიანი არის ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ რახან მიშასი ეშინია, ამიტომ ქართულ ოცნებას აძლევს ხმას? ზუსტად სააკაშვილია ის ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ქართულ ოპოზიციას და პერსპექტივას უქმნის. თორემ პირიქით რომ წარმოვიდგინოთ, რა გამოვა მერე, მითხარით, აბა. ბევრი აღარ არის ოპოზიციაში, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი არ გვინდა.

მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი შეიძლება სერიოზული შანსი აღმოჩნდეს ქვეყნის ვითარებიდან გამოყვანისა. მე არა მაქვს მაინცდამაინც დიდი იმედები იმისა, რომ ახლა ექსპერიმენტების და ახალი სახეების დრო არის. იმ ახალმა სახეებმა რომ ვერ ივარგონ? მერე რა ვქნათ. ახლა გადავდივართ უღელტეხილზე. გვჭირდება გამოცდილება და გამოცდილი ადამიანები და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას” – აღნიშნა სანიკიძემ.

იტვირთბა....