aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საავადმყოფოები გადატვირთულია, ბავშვებში რთულად მიმდინარეობს, კოვიდზე უარესი მდგომარეობაა” – სოფო ჯაფარიძე ახალ ვირუსზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტრონომი“  “მედგიდის” დამფუძნებლ სოფო ჯაფარიძეს ქალაქში გავრცელებულ ახალ ვირუსთან დაკავშირებით ესაუბრა. ექიმმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია და ბავშვებში ახალ ვირუსს, კოვიდთან შედარებით, საკმაოდ რთული კლინიკური მიმდინაროობა აქვს.

„ქალაქში გავრცელებულ ვირუსს აქვს შემდეგი სიმპტომები: ყელის ტკივილი, ცხელება, ხველა,თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი.  ჩვეულებრივი ვირუსის სიმპტომებით ხასიათდება, აქედან გამომდინარე აქვს საერთო კორონავირუსთან. ბავშვებში კორონა საკმაოდ მარტივი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მარტივი მიმდინარეობა არ გვაქვს. ჩვენ, როგორც იცით, სწორედ ამიტომ გავხსენით დაჩქარებულად პედიატრიული განყოფილება. ბავშვები არიან სუსტად, აქვთ თავის ტკივილი, ღებინება, მაღალი ცხელება.”- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე არის თუ არა გადატვირთული საავადმყოფოები სოფო ჯაფარიძემ უპასუხა, რომ კლინიკაში უამრავი პაციენტია და ამიტომ პედიატრებს ერთი წამით დრო არ აქვთ.

“საავადმყოფოები ძალიან გადატვირთულია. ჩვენს კლინიკაში გვყავს უამრავი პაციენტი. პედიატრებს ერთი წამით დრო არ აქვთ. გვაქვს ასევე დღის ობსერვაცია, სადაც მუდმივ რეჟიმში ინჰალაციაზე ან გადასხმაზე არის პაციენტი. 12 საწოლია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სულ დატვირთულია. სტაციონარებში ადგილები არ არის.” – აღნიშნა “მედგიდის” დამფუძნებლმა.

ექიმმა ჩვენთან საუბრისას იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ვირუსის მართვის პროცესში.

“პირველივე სიმპტომებიდან აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის პედიატრი საქმის კურსში. წითელი ხაზია და აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს, რომ ანტიბიოტიკი სიცხის დამწევი არ არის ეს არის მითი, რომ 3-4 დღე ბავშვს, რომ ცხელება უგრძელდება ანტიბიოტიკის გარეშე ვერ მოერევა. სისხლის ანალიზის გარეშე  ანტიბიოტიკის მიღება არის დაუშვებელი. მშობლებს ვურჩევ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. თუ ბავშვს არ აქვს გამოხატული სიმპტომატიკა არ არის საგანგაშო, თუმცა სასურველია ექიმი იყოს საქმის კურსში“- განაცხადა მან.

იტვირთბა....