aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავის მოსახლეობას, ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის 3 ცისტერნა მოემსახურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია „რუსთავის წყლის“ განცხადებით, „რუსთავის წყალი“  მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების გამო წყალმომარაგება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შეეზღუდება.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელად:

„12 იანვარს, კომპანია „რუსთავის წყალი“ ქალაქ რუსთავში, მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24 საათის განმავლობაში ქალაქ რუსთავის მაგისტრალურ ქსელზე დაზიანებულ მონაკვეთებს აღადგენენ.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელია ქალაქ რუსთავის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 იანვრის, ღამის 01:00 საათიდან 13 იანვრის, ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს

აღნიშნული სამუშაოების დროს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას მოემსახურება 3 ცისტერნა. მოსახლეობას შეეძლება კომპანიას მიწეროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ან დარეკოს ცხელ ხაზზე.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით“.

იტვირთბა....