aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი

რუსთვი 2 – გურჯაანში ოპოზიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკიდურესად დაიძაბა ვითარება გურჯაანში – ოპოზიციას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლა ისმოდა ჩუმლაყის ნომერ მე-19 უბანთან. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობი წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზე იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმაც, დავით სააკაშვილი.

სამიზნეც სავარაუდოდ სწორედ ოპოზიცია იყო, რაც დააფიქსირა მანქანის რეგისტრატორმა ანუ საქარე მინის ვიდეო კამერამ.

„რომ გამოვედით ჩუმლაყის მე-19 უბნიდან, მოგვესმა სროლის ხმა, თითქოს. არც მივაქციეთ ყურადღება, მაგრამ მერე რომ გავაგრძელეთ გზა, ისევ გაგრძელდა სროლის ხმა და ეს ყველაფერი აღბეჭდა ვიდეორეგისტრატორმა,“ – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ ოცნება  ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს.

იტვირთბა....