aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთავი2″: ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს ყური ვალების გამო მოაჭრეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს, იგივე „გლობუსას“ ყური კომპანია „ნილის“ ვალების გამო მოაჭრეს.
„კურიერმა“ მოიპოვა დაზარალებული ბიზნესმენის ფოტო, სადაც ჩანს, რომ კრიმინალური წესებით გარჩევის დროს ბიზნესმენმა ყურის ნახევარი დაკარგა. დოკუმენტებით კი, რომელიც „კურიერს ხელში ჩაუვარდა“, დასტურდება, რომ ამ გარჩევის მიზეზი კომპანია „ნილის“ ვალები იყო. საქმე მილიონებს ეხება. „ნილი“ ის კომპანიაა, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა, თუმცა, ეტაპობრივად, ვალდებულებები ვეღარ შეასრულა.თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი მიზერული თანხის გამო, კომპანიამ ბავშვების საკვებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, რის გამოც ბიზნესი, პრაქტიკულად, გაკოტრდა”.- წერს “რუსთავი2” .

იტვირთბა....