aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რუსთავი 2“ აბსოლუტურად აგრესიულად „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ მედიის შესახებ ისაუბრა:

„საქარველო 2012 წლამდე  მედია თავისუფლების მიხედვით 104-ე ადგილზე იყო. ხელისუფლებას დღეს არანაირი მედიის საკუთრება არ აქვს, არავითარი ზემდეტი გავლენა არ აქვს. ერთადერთი ისევ საკუთარი მედია, რომელიც თავისუფალი არ არის, დასაკუთრებული მედია, კორპორაციული მედია ყავს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამარტო „რუსთავი 2“, კიდევ არიან სხვები, „ტაბულა“ და სხვებიც არიან იქ. შედარებისთვის, გაცილებით უფრო რბილია „ტაბულა“, „რუსთავი 2“ აბსოლუტურად აგრესიულად „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწევა, რომელიც მოგეხსენებათ, სიცრუზეა დაფუძნებული და რა იყო მედიის მხრივ, ესეც გავიხსენოთ საქართველოში. მახსოვს, პოლიტიკაში მოსვლიდან, ჩემს პირველ წერილშივე მოვიხსენიებდი, რომ მედია ტოტალურად არის მთავრობის ხელში და კონტროლდება სააკაშვილის მიერ. ორი ფსევდო ტელევიზია დავასახელე მაშინ, ძალიან აგრესიული განცხადებები გააკეთეს „კავკასიამაც“ და „მაესტრომაც“. „მაესტრომ“ მოახერხა თავის დახსნა და „კავკასია“ კეკლუცობს. წინა ხელისუფლების წევრები აჩვენებდნენ უცხოეთს, რომ აქ არის ოპოზიციური ტელევიზია და ოპონირებენ. მაგრამ აბა გაიხსენეთ 26 მაისის წინ როგორ იქცეოდა „მაესტრო”,  გადააჭარბა „იმედსაც” და „რუსთავი 2“ -საც, ისე მაგრად დაუდგა ხელისუფლებას”, – განაცხადა ბიძინა ივნიაშვილმა.

იტვირთბა....