aviabiletebi
მთავარი ციტატა

“რუსეთი მგელი და ოკუპანტია – მას ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ” – ვოლსკი

“რუსეთია, მგელია, ოკუპანტია, არ იხდის და ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო გადაწყვეტილებების მიმართ. აქ მნიშვნელობა იმას აქვს, რომ მსოფლიომ არ შეანელოს რუსეთის მიმართ ინტენსიური ზეწოლა, მათ შორის ამ საკითხებთან მიმართებაში. ეს არის ერთ-ერთი მხოლოდ ფრაგმენტი ამ დიდი ბრძოლისა და ვფიქრობ, ბრძოლად ღირს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ვოლსკი – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ მან განცხადება რუსეთის ფედერაციას ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის გადახდის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. 

როგორც ვოლსკმა აღნიშნა, რუსეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ, თუმცა, ბრძოლა ღირს. 

შეგახსენბთ,  რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია 1500 ქართველისთვის 2019 წლის აპრილში უნდა გადაეხადა, რაც რუსეთმა არც პირდაპირი და არც შუამავლითი გზებით არ განახორციელა.

იტვირთბა....