aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული”- ადვოკატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, რურუაზე ფიზიკური თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებით მოხფა.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტს წინ რაიმე შელაპარაკება არ უძღვოდა და ხელისუფლებამ ხელისუფლებამ ეს „რამდნიმე კრიმინალს დაავალა“.

„ეს არ იყო პატიმარზე ერთობლივი თავდასხმა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა, რაც ბუნებრივია დაევალებოდა მათი მითითებების შემსრულებელ 2-3 კრიმინალს. შესაბამისად, მოხდა მასზე ფიზიკური თავდასხმა. გამომდინარე იქიდან რომ ეს მოხდა არჩევნებიდან ერთ დღეში, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ორგანიზებული იყო, არანაირი უთანხმოება ან შელაპარაკება არ უძღვოდა წინ ამ ინციდენტს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის გიორგი რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....