aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიონის ხეობაში ამ წუთებში დაძაბული სიტუაციაა — არის დაპირისპირება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ გუმათში, რიონის ხეობის მცველებსა და სამართალდამველებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

სავარაუდოდ კომპანია ენკას მანქანა სოფელში შედის და აქციის მონაწილეები მას არ უშვებენ. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება.

შეგახსენებთ, რომ ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....