aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რიმა ბერაძე: ბიზნეს სექტორის მოცულობის ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადებითი დინამიკაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რიმა ბერაძის თქმით, ბიზნეს სექტორის მოცულობის ზრდის თვალსაზრისით, ქვეყანაში დადებითი დინამიკაა. ამის შესახებ ბერაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ.

“2021 წლის 1 კვარტალში ბიზნეს სექტორის მოცულობა გასული წლის იგივე მაჩვენებელზე 11.3% -ით მეტია და 28,9% შეადგენს, რაც მეტად პოზიტიური დინამიკაა .პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვა მსხვილ ბიზნესზე 65,3% იყო, საშუალოზე -16%, ხოლო მცირეზე – 18%. სახელისუფლებო გუნდის სწორი ეკონომიკური გათვლებისა და ნაბიჯების პარალელურად ლარმა გამყარება დაიწყო”,- ამბობს რიმა ბერაძემ.

იტვირთბა....