aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეორგანიზაციაზე გაფრთხილება მიუვიდა, ხორციელდება საჭირო ღონისძიებები – საგარეო უწყება ჯაფარიძის ცოლის გათავისუფლებაზე განმარტებას აკეთებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად აცხადებს, რომ სამინისტროში რეორგანიზაცია სექტემბერში გამოცხადდა, რამაც საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია მოითხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნატა ქორიძეს რეორგანიზაციის შესახებ კანონით დადგენილ ვადებში ეცნობა და ამჟამად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებები.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში რეორგანიზაცია გამოცხადდა მ.წ. სექტემბერში. აღნიშნულის მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ქ-ნი ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ქ-ნ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები.” აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.

იტვირთბა....