aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ მოემზადონ სამი სცენარისთვის” – WHO -ს წარმომადგენელი საქართველოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმოადგენლებმა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან პირადად მიიღეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო პრევენციისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე მთავრობებს რეკომენდაციებს აძლევს.

როგორც სილვიუ დომენტე აცხადებს, მთავრობა სამი სცენარისთვის უნდა მოემზადოს.

ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ მოემზადონ სამი სცენარისთვის. პირველი: როდესაც ქვეყანას აქვს იმპორტირებული შემთხვევები, როგორც ახლა საქართველოშია. მეორე ფაზა არის, როდესაც ხდება შიდა გავრცელების ფაქტები, ხოლო მესამე, როდესაც ხდება საჯარო გავრცელება.

განხილვის მთავარი თემა იქნება, რომელი სცენარის დროს რა შეიძლება გაკეთდეს. ზოგადად საპასუხო ზომები და მზაობა უნდა იყოს კომპლექსური. უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტები, დაწყებული სახელმწიფო კოორდინაციით, რაც გულისხმობს საავადმყოფოების, ჯანდაცვის სისტემების მზაობასა და ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე.

 

 

იტვირთბა....