aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“5 წლის წინ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ადეიშვილის თანამშრომლები, რომლებიც ხალხს ციხეში “პაჩკობით” ყრიდნენ, ბრალდებას წამიყენებდნენ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე ისაუბრა. მისი თქმით, ვინმე ხუთი წლის წინ წარმოიდგენდა, რომ ადეიშვილის დროინდელი პროკურორები, რომლებიც ხალხს ციხეში “პაჭკობლივ” ყრიდნენ ახლა პასუხებს მე მთხოვენ, ხალხი რატომ შეიწყალეო?! მარგველაშვილი ამბობს, რომ ბარნოვის ტრაგედიის შემდეგ, სიტუაცია არ გამოსწორებულა და მსგავის უბედურება კიდევ შეიძლება მოხდეს, ამ შემთხვევაში დამნაშავე მაინც ის იქნება?!

პრეზიდენტის განცხადებით,  იმ უბედური დღის შემდეგ, ის პოლიციის განყოფილება უკეთესად მუშაობს, რომელმაც 25 წლის თაკო გამრეკელის მოთხოვნით მამინაცვლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერა და გოგონა საფრთხისგან ვერ დაიცვა.

“საქართველოს მოსახლეობა პროპაგანდისტულ გარემოში ცხოვრობს. საზოგადოებას გაუჩინეს განცდა, რომ ამ უბედურ ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი, ხოლო ის განყოფილება, რომელმაც შემაკავებელი ორდერი გამოწერა არაფერ შუაშია.

ვინმე წარმოიდგენდა, რომ ხუთი წლის წინ ადეიშვილის თანამშრომლები
რომლებიც ხალხს ციხეში “პაჩკობით” ყრიდნენ, მე წამიყენებდნენ ბრალდებას?”,-განაცხადა პრეზიდენტმა “რეაქციაში” საუბრისას.

იტვირთბა....