aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!” – თათია სამხარაძე დახმარების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალისტი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ის ზეწოლის ქვეშაა და დახმარებისათვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

„პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან… ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან!
ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში?
ქალბატონო პრეზიდენტო, Salome Zourabichvili დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! “ , – წერს ის.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც „პოსტივის“ ტელეწამყვანის, შალვა რამიშვილისა და სამხარაძის საუბარს ასახავს. საუბარია, რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალურ ზეწოლაზე.
ასევე „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე წერეთლის N67-ში კონსპირაციულ შეხვედრას მართავდნენ. მათივე ცნობით, ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამხარაძე შესაძლოა, გატაცებული ყოფილიყო.
„წყაროს ინფორმაციით, სამხარაძესა და ჩიქოვანს შორის კონფლიქტი მოხდა. კონფლიქტი თანხის ოდენობას უკავშირდება, რომელსაც კეზერაშვილის ცოლის ძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანიის სანაცვლოდ დაჰპირდა“,- აღნიშნულია „პოსტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....