aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“რაკეტები არ დაფრინავენ პარიზის, რომის და ბერლინის თავზე…” – რისკენ მოუწოდებს პოდოლიაკი დასავლეთს?

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები გადასცენ. როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, ერთ რუსულ რაკეტას შეუძლია, ტექნოგენური კატასტროფა გამოიწვიოს.

“დასავლეთის ქვეყნებს ბევრი თანამედროვე და ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, მაგრამ რაკეტები არ დაფრინავენ პარიზის, რომის და ბერლინის თავზე – ისინი უკრაინული ქალაქების თავზე დაფრინავენ. იქნებ დროა, უკრაინის მოქალაქეების კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვათ? თუ მასშტაბურ ტექნოგენური კატასტროფას დაველოდოთ?”, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....