aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჟირინოვსკი ლენინის მუმიფიცირებული სხეულის გაყიდვის ინიციატივით გამოდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მთავარი კომუნისტის, ვლადიმირ ჟურინოვსკის თქმით, დროა ლენინის მუმიფიცირებული სხეული გამოტანილ იქნას მავზოლეუმიდან და გაიყიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟირინოვსკი საკუთარ ტვიტერზე ავრცელებს.

ჟირინოვსკი, რომელიც ცნობილია თავისი ორიგინალური გამოსვლებით, ამჯერად აცხადებს, რომ ლენინის მუმიის გაყიდვით შეივსება ქვეყნის ბიუჯეტი და ქვეყანა იხეირებს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი მიიჩნევს, რომ იდეა არ არის ცუდი, ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანის მუმიით ვაჭრობა ამორალურია.

“საფრანგეთში ბიზნესმენს სურს გაყიდოს ჯოკონდა. ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ ლენინის მუმია. მყიდველები მოიძებნებიან: ჩინეთი, ვიეტნამი, ან რომელიმე კომუნისტი. მუმიის გაყიდვით ბიუჯეტი კოლოსალურ თანხებს მიიღებს. ლენინი კარგ მდგომარეობაშია, ის უკვე 96 წელია მუმიფიცირებულია და მავზოლეუმში საკმაოდ კარგად ინახება” – წერს ჟირინოვსკი.

 

იტვირთბა....