aviabiletebi
ახალი ამბები

პროკურორის განმარტება, რატომ არ მოხდა, მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის თქმით, დღეს დაცვის მხარემ საკუთარი პოზიციის წარდგენისას მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს არცერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ანუ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთი ღონისძიების გარეშე, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე.

“25 თებერვალს, ისევე როგორც 8 აპრილს, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება დაცვის მხარესთან, ძალიან ნათელი და განვმარტეთ, რომ თუ დაცვის მხარე იქნებოდა თანხმა, შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე იშუამდგომლებდა სასამართლოს წინაშე და მოითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი ანუ ლოგიკურად, იმისთვის, რომ ბრალდების მხარეს ეშუამდგომლა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ის ეთანხმება გირაოს გამოყენებას და გარკვეული სახით, ეს დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაჭრილიყო. არანაირი სახის ინიციატივა დაცვის მხარისგან 25 თებერვლის შემდგომ არ დაფიქსირებულა.

არანაირი მომართვა ან კომუნიკაცია დაცვის მხარის ადვოკატებს არ ჰქონიათ. უფრო მეტიც, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, არ შემოუთავაზებიათ სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივა, უბრალოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს განაცხადეს, რომ მიაჩნიათ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ბრალდების მხარის 25 თებერვლის შეთავაზება გულისხმობდა შემდეგს – თუ დაცვის მხარე გამოთქვამდა მზადყოფნას შეესრულებინა გირაოს გამოყენების პირობები, ეს მათი მზადყოფნა ჩვენი მხრიდან, როგორც ახალი გარემოება აღიქმებოდა, ამ ახალი გარემოების საფუძველზე ჩვენ მივმართავდით შუამდგმომლობით და მოვითხოვდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი.

ამგვარი მზადყოფნა დაცვის მხარის მხრიდან არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, დაცვის მხარემ საკუთარი პოზიციის წარდგენისას დღეს მოსამართლის წინაშე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს არცერთი აღმკვეთის ღონისძიების გამოყენება ანუ ნიკა მელია უნდა დარჩეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე, ეს არის დაცვის მხარის პოზიცია, შესაბამისად, ეს არის ავტომატური უარი ბრალდების მხარის შემოთავაზებაზე. დაცვის მხარეს ამ შემოთავაზების პარალელურად რაიმე ნაბიჯი არ გადაუდგამს. შესაბამისად, ახალი გარემოება ამ საკითხთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაფიქსირებულა. ამის გამო ვერ ვიშუამდგომლებდით პატიმრობის შეცვლას გირაოთი”, –  განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....