aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პრეზერვატივის შეფუთვაზე საკუთარი ფოტოს ხილვა ღირსების შემლახავია” – მოსამართლეობის კანდიდატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გიორგი გოგიაშვილი, აცხადებს, რომ პრეზერვატივის შეფუთვაზე მისი ფოტოს გამოსახვა, მისთვის პატივისა და ღირსების შემლახავია.

აღნიშნული კითხვა გოგიაშვილს იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, დაუსვა.

“გახსოვთ ალბათ, ლევან მურუსიძის ფოტოს რომ ბეჭდავდნენ პრეზერვატივზე. ამ შემთხვევაში, ეს რა არის თქვენთვის – კრიტიკას, გამოხატვას სცილდება?! ან შეურაცხყოფად მიგაჩნიათ?! თქვენი ფოტოც რომ გამოსახოს ვინმემ, რა განცდა გექნებათ?”, – მიმართა გოგიაშვილს ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეკითვაზე კი წავიდოდა თუ არა იგი „ლგბტ პრაიდზე“, გოგიაშვილის ამბობს, რომ მოსამრთლის ამპლუაში იგი არ წავიდოდა.

„შეიძლება მერე ეს საქმე ჩემთან მოვიდეს და ა.შ. მოსამართლე რომ არ ვიყო, შეიძლება წავიდე პრაიდზე. ისიც საინტერესოა, თუ ჩემი შინაგანი მოთხოვნილება არაა, რატომ უნდა წავიდე, საერთოდ?!”, – განაცხადა გოგიაშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი გოგიაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

იტვირთბა....