aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პომპეოსგან არ ველოდები, სანამ ნაცმოძრაობა არ გაიმარჯვებს, ატარეთ არჩევნებიო” – ვოლსკი

“გავიმეორებთ, ალბათ, იმას, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ელჩის სახით უკვე განაცხადა, ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პასუხი უნდა აგოს იმ ადამიანებზე, ვინც მათ ხმა მისცა. რომ არჩევნები იყო ჩატარებული ფუნდამენტური უფლებების დაცვით და სტანდარტები იყო დაცული საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში. მე საკითხების ამ კუთხით განხილვას არ ველოდები, რომ რას შვრებით ბიჭებო, რას აპირებთ, იქნება შევცვალოთ ეს და სანამ არ გაიმარჯვებს ნაცმოძრაობა, იქამდე ვატაროთ და ვატაროთ არჩევნებიო. ასეთი გულუბრყვილო შეხედულებები უნდათ მოახვიონ თავს საზოგადოებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გია ვოლსკი – პარლამენტის ვიცე-სპიკერი

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.

იტვირთბა....