aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პლანეტა ვენარაზე უცხო პლანეტელთა სიცოცხლის სავარაუდო ნიშნები იქნა აღმოჩენილი” – INDEPENDENT

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიტანული მედია INDEPENDENT-ის ინფორმაციით, პლანეტა ვენარაზე უცხო პლანეტელთა სიცოცხლის სავარაუდო ნიშნები იქნა აღმოჩენილი.

არსებული ინფორმაციით, მკვლევარებმა ფოსფინი, იშვიათი ტოქსიკური აირი დედამიწის მეზობლად ატმოსფერულ სივრცეში დააფიქსირეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შესაძლოა, უცხოპლანეტელთა სიცოცხლის მიმანიშნებელი იყოს.

ფოსფინის დიდი რაოდენობის დაფიქსირება პლანეტა ვენერაზე სხვა ცნობილი პროცესების საშუალების სხვაგვარად ვერ იქნება ახსნილი, გარდა იმისა რომ მეცნიერები აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ეს დიდი ალბათობით შესაძლოა იყოს უცხო პლანეტელთა სიცოცხლის მკვეთრი ნიშანი მზის სისტემაში.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, ფოსფინი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი აირია, რომელიც ლპობადი თევზის მსგავსად უსიამოვნო სუნით გამოირჩევა და ახასიათებს ტბორებს, გუბურებსა და პინგვინთა ფეკალიებს. ისინი ფიქრობენ, რომ აღნიშნული აირები შესანიშნავი ინდიკატორია ცხოვრების არსებობის, რომელიც აგრეთვე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა უცხოპლანეტელთა სიცოცხლის ნიშნები ფიქსირდებოდეს პლანეტა ვენერაზე.

იტვირთბა....