aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პირბადეების აქცია საინტერესო და კრეატიული იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში გამართულ ე.წ. პირბადეების აქციას კრეატიულს უწოდებს და აცხადებს, რომ მერიაში შესული პირველადი ინფორმაციის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.

ამის შესახებ კახა კალაძემ სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნის შემდეგ, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„გუშინდელი აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, რომ თითქოს, ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათაშორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ზოგადად ეკოლოგიას, თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 8 საათიდან “გალერია თბილისი” საზეიმო ცერემონიით, რუსთაველის გამზირზე გაიხსნა.

გახსნაზე, კახა კალაძემ “გალერია თბილისის” მნიშვნელობაზე და მისი როგორც ინვესტიციის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორზე ისაუბრა.
გახსნის ღონისძიებაზევე, პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერს რუსთაველზე “ლაღიძის წყლების“ გამოსყიდვის წინადადებით მიმართა.

იტვირთბა....