aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პეტრო პოროშენკომ დსთ-დან უკრაინის წარმომადგენელი გაიწვია

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის წარმომადგენლები დსთ-დან გაიწვიეს. გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. პოროშენკოს თქმით, უკრაინას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში აღარაფერი ესაქმება, რადგან ის ევროპისკენ მიდის. უკრაინის პრეზიდენტმა დსთ-დან უკრაინის წარმომადგენლების გაწვევის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მაისის დასაწყისში უკრაინის უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა დსთ-ს ნორმატიული ორგანოები უნდა დატოვონ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი სახელმწიფოთაშორისო კომისიების გაუქმება დაევალა.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, უკრაინის წარმომადგენლები დსთ-ს ღონისძიებებში არ მონაწილეობდნენ და მის ორგანოებშიც მინიმალურად იყვნენ წარმოდგენილნი.

იტვირთბა....