aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

პეტრიაშვილის თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო. მან გადაწყვეტილების საფუძვლად ბრალდებულის მიმალვა ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაასახელა.

პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ლევან მექვაბიშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 აპრილს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში, ცოტა ხნის წინ ნაქირავებ სახლში დააკავეს. “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ბორჯომში, მცხეთის ქუჩა 23 ნომერში მდებარე სახლი, დალუქულია. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს.

იტვირთბა....