aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პენსიაზე მომინდა გასვლა“ – რას წერს ანა ნაცვლიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში პენსიების ზრდის თემასთან დაკავშირებით, „რეაქციაში“ თანაპარტიელ ირაკლი კუპრაძის გამოსვლას აზიარებს და პოსტს აქვეყნებს.

„შესანიშნავი ამბავი მოხდა დღეს ინგა გრიგოლიას ეთერში: ხალხს და რეალობას მოწყვეტილი და გაცვეთილი პოლიტიკური დისკუსიებიდან გამოსვლის და საქმეზე გადასვლის დღის წესრიგი შეიქმნა. ლელოს მიერ დადებულმა საპენსიო ხედვამ გამოიწვია ეს.
მადლობა ინგას ფორმატისთვის და საინტერესო ეთერისთვის!
ხელისუფლება ჩირგვებში იმალება დებატებისგან, ამ ფონზე ძალიან კარგია საქმიანი, თემატური დისკუსია ოპოზიციის მონაწილეობით.
თუ გაგრძელდება ასეთი ეთერები, საზოგადოებისთვის და საქმისთვის იქნება მხოლოდ კარგი.
ოპოზიციონერი კოლეგები თუ საკუთარ ხედვებს მოამზადებენ და შესთავაზებენ ამომრჩეველს, მხოლოდ სხვისი კრიტიკით არ დაკავდებიან და პოლიტიკურ ეთიკასაც მეტად შეინარჩუნებენ დისკუსიის დროს, იქნება კარგი.
Irakli Kupradze პენსიაზე მომინდა გასვლა“, – წერს ის.

იტვირთბა....