aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცვლილებები კონსტიტუციაში: მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში “პატრიოტთა ალიანსი” შიმშილობას არ გამორიცხავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საკანონმდებლო ორგანოში დღეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდება. არ არის გამორიცხული დღეს “ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ. პარტიაში ელოდებიან პირველად დოკუმენტს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე 22 აპრილს უნდა გაიტანონ.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არ იქნება გათვალისწინებული მათი მოთხოვნები, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, კომისიას დატოვებენ.

„თუ დავინახავთ რომ ქართული ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ამ ფორმულირებებს, ბუნებრივია ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას იმ უსამართლობას, რასაც ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩაიდენს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ბოიკოტის უკიდურეს ფორმაზე საუბრობენ პატრიოტთა ალიანსის წევრები. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარტიაში  შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.

„თუ მივაღწიეთ შედეგს ბუნებრივია, რომ არ დავსხდებით საშიმშილოდ, მაგრამ თუ პროცესი გაგრძელდება და არ შესრულდება, ჩვენი მოთხოვნები გადაიწევს,  შიმშილობას  ამ შემთხვევაში დავიწყებთ,“-აცხადებენ პატრიოტთა ალიანსში.

იტვირთბა....