aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით.

“თბილისში, რუსთაველზე მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მასვე ჩამოერთვა მართვის უფლება 3 წლის ვადით.

გიორგი ჯ.-ს ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი და შეეჯახა ორ ავტომანქანას, შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში,” -ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  24 იანვარს გვიან ღამით, ავტოავარიის შედეგად, “ოპელის” მარკის ტაქსიში მჯდომი სოფო ბერიძე ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე, დაშავდა კიდევ 3 მგზავრი.

იტვირთბა....