aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატარკაციშვილის მეგობარი: “იმდღესვე ვთქვი, რომ ეს ბუნებრივი სიკვდილი არ იყო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა.

ჩანაწერების მოსმენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პატარკაციშვილების ოჯახისთვის, რომელმაც განცხადებაც გაავრცელა.

ჩანაწერების მოსმენის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი საავადმყოფოში გულის შეტევით მოხვდა. ის ჩაფიძის კლინიკაში მესამე დღეა მკურნალობს.

როგორც ნანა პატარკაციშვილი “იმედის კვირასთან” ამბობს, ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ და შვილებმა უნდა გადაწყვიტონ ჩატარდება თუ არა ბიზნესმენის ცხედრის ექსჰუმაცია.

ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვალების შემდეგ თბილისიდან ლონდონში პირველი მისი მეგობარი ვაჟა ლორთქიფანიძე ჩავიდა.

“მე იმდღესვე ვთქვი ბუნებრივი სიკვდილი არ იყო. ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწეოდა. წელიწადში ორჯერ იკვლევდა თავს. ისრაელში და შვეიცარიაში. ერთი თვეც არ იყო გასული ეს კვლევები რაც ჩაიტარა. არ შეილძება ჯანმრთელი გული უეცრად გადრცაივალოს. ეს იწვევს ყველაზე დიდ ეჭვს” – ამბობს “იმედის კვირასთან” ვაჟა ლორთქიფანიძე.

ლონდონში, გარდაცვალების დღეს პატრკაციშვილს რამდენიმე საქმიანი შეხვერა ჰქონდა, საღამო კი შვილებთან და მეუღლესთან ერთად გაატარა.

ივახშმეს, კარგ ხასიათზე იყო ხუმრობდა. შეუძლოდ იგრძნო თავი. გაციების მსგავსი იგრძნო. ავიდა თავის საძინებელში. მეუღლემ ააკითხა და ტელევიზორს უყურებდა სათვალე ჰქონდა ჩამოვარდნილი. ასე იპოვა გარდაცვლილი, ასე სწრაფად გარდაიცვალა. პირველ რიგში სასწრაფო მოვიდა და ლაბორატორია, სხვადასხვა სამსახურები. მიკრობებზე თავიდანვე ეჭვოდბენ” – ამბობს ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

იტვირთბა....