aviabiletebi
ახალი ამბები პოლიტიკა

პარლამენტიდან ვიღაც, რომ გამოვა ეს რას გამოიწვევს?…არ ვეთანხმები – ხვიჩია ჯაფარიძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტიდან ვიღაც, რომ გამოვა ეს რას გამოიწვევს?…ხალხს ეს უნდა აუხსნა, არ ვეთანხები, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას, პარტია “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია, “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის გუშინდელ მოწოდებას, პარლამენტში ხალხის შესვლასთან დაკავშირებით.

ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია პარლამენტიდან არ უნდა გამოვიდეს, რადგან ამას არანაირი შედეგი არ აქვს.

“ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე განსაკუთრებულს არაფერს ვფიქრობ, ამას ადრეც ამბობდნენ. შესაბამისად სანამ ხალხს გზას არ შესთავაზებ, პარლამენტიდან ვიღაც, რომ გამოვა ეს რეალურად რას გამოიწვევს, მარტო მოწოდება არ არის საკმარისი. რომ ვეთანხმებოდე შევუერთდებოდი, არ ვეთანხმები.

ოპოზიცია პარლამენტიდან არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს ბევრჯერ მოხდა და არანაირი შედეგი არ გამოიღო. არ უნდა გამოვიდეს, პირიქით მუშაობა უნდა დაიწყოს იმ საკითხებზე, რომელიც ხალხს აწუხებს. ასევე უნდა ვიმუშაოთ საკითხზე, როგორი იქნება ოპოზიციის მიერ შექმნილი კოალიციური მმართველობა.

ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, რათა დავიბრუნოთ ის რეპუტაცია, რომელიც მისი განცხადების შემდეგ დაზიანდა და ზელენსკის მხრიდან უკრაინის ელჩის გაწვევა გამოიწვია. ეს პროცესები უნდა დავაბრუნოთ და უკრაინასთან ერთად ვიაროთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეხლა გაჩნდება შანსი, რომლის ავტორია უკრაინა და ეს შესაძლებლობა ჩვენც უნდა გამოვიყენოთ”, – აცხადებს ხვიჩია “მეტრონომთან”

ცნობისთვის, გუშინ ზურა ჯაფარიძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ “შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები”

იტვირთბა....