aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოქმი იყო შესავსებად რთული, ორსვეტიანი და ადამიანური აცდენები იყო”- თამარ ჟვანია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცენტრალუირ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მომხდარ დარღვევბზე საუბრობს. როგორც ჟვანიამ  გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა, იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლის ხმები დააკლდა როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე “ქართულ ოცნებას.”

როგორც ჟვანიამ განაცხადა, მსგავსი შეცდომები იყო მექანიკური ხასიათის, ვინაიდან წელს ბიულეტენების რაოდენობაც განსხვავებული იყო და ოქმის ფორმაც.

“მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნების” კანდიდატს 600-ზე მეტი ხმა აკლდა იმიტომ, რომ ასეთი მონაცემი მის წინა კანდიდატზე იყო დაწერილი. იგივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ უბანზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” 26 ხმა ეწერა არა 5 ნომერს, არამედ 4 ნომერს.  ასეთი ძალიან ცალსახა, შეიძლება ითქვას, მექანიკური…

ოქმი იყო შესავსებად რთული, ორსვეტიანი და პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ამდენი სუბიექტის ხმა დასათვლელად. ეს ყველამ კარგად უნდა გაითავისოს. იმიტომ, რომ ამას გაცილებით მეტი ძალისხმევა და მეტი დრო სჭირდებოდა იმიტომ, რომ 50 საარჩევნო სუბიექტი ბოლო ათწლეულის განმავლობაში არც კი გვინახავს თვალით, არც ბიულეტენში…

ამსიგრძე, A3 ზომის ბიულეტენი და შესაბამისად, ამ ყველაფრის დათვლას სჭირდებოდა დრო და ზედმიწევნით სწორად შეყვანა. ასეთი მექანიკური, შეგიძლია, რომ ტექნიკური დაარქვათ, ადამიანური აცდენები იყო და ჩვენ 7 900-მდე ოქმს ყველა ტიპის არჩევნებში სათითაოდ ვსწავლობთ, რათა ასეთი ტიპის პრობლემები გვენახა,”- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. 117 უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს საია. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ცესკო-მ არჩევნები მასშტაბურად გააყალბა.

იტვირთბა....