aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ომბუდსმენის ანგარიში: “მაჩალიკაშვილის საქმეზე უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო.

როგორც ლომჯარიამ განაცხადა, მაჩალიკაშვილის საქმეზე უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ.

„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას.

სიცოცხლის უფლება ამ საქმეში მაშინ იქნება დაცული, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს და ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომარგენლები იყვნენ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....