aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძესთან ფსიქოლოგები მუშაობენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა:

„მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგების დახმარება პატიმარს ყოველთვის სჭირდება, მით უმეტეს, როცა ადამიანი თავისი მენტალობით, ასე ვთქვათ, კრიმინალი არ არის. ასეთი ადამიანისთვის ციხეში მოხვედრა საკმაოდ რთული მომენტია. ჩვენ ველაპარაკეთ ოთარ აბესაძის ოჯახის წევრებსაც და ვუთხარით, თუ აქვთ სურვილი ფსიქოლოგი შევუშვათ გარედან, რათა იმუშაოს მასთან. ოჯახმა ამაზე მზაობა გამოთქვა და ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით ექსპერტიზას. ახლა მასთან ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ“, – განაცხადა გელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 11 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღმკვეთ ღონისძიებად სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....