aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო გოგუაძე – არ მჯერა, რომ ბატონი ბიძინას აბსოლუტური ძალაუფლება შეიცვლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, სხვებისგან განსხვავებით, ის ნამდვილად იყო ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. თუმცა, მთავარი პრინციპებიდან გადახვევის მომენტიდან, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს.

“ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ივანიშვილის გუნდშია, მე ნამდვილად ვიყავი მისი თანაგუნდელი, მასთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა. ოღონდ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანა დამდგარიყო დემოკრატიული სამართლებრივი სახლემწიფოს განვითარების გზაზე, სადაც კანონი იქნებოდა უზენაესი, სასამართლო და მედია იქნებოდნენ დამოუკიდებლები, არ განხორციელდებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნა, არ მოხდებოდა ადამიანების დისკრიმინაცია და ა.შ. მაგრამ პირველი წუთიდან, როდესაც “თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიგრძენით, რომ ხელისუფლებამ ამ პრინციპებისგან გადაუხვია, ერთი წუთი არ დავფიქრებულვართ და არ დავფიქრებულვარ პირადად მე, არ დამიწყია ფიქრი საკუთარ კეთილდღეობაზე. დამერწუნეთ, გაცილებით კარგად შემეძლო საკუთარი ადგილის პოვნა ივანიშვილის გუნდში, ვიდრე ძალიან ბევრ იმ ადამიანს, ვინც მერე იპოვა თავის ადგილი”, – აცხადებს გოგუაძე.

გოგუაძეს განცხადებით, დავით უსუფაშვილი მისთვის იდეალური პრეზიდენტი იქნებოდა. თუმცა, ის, რომ “ოცნების” კანდიდატი ყოფილიყო მხარს არ დაუჭერდა.

“თავისუფალი დემოკრატები” ვართ ის ადამიანები, რომლებიც პირველივე წუთიდან წამოვედით ხელისუფლებიდან. მგონი, არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც ამდენი ნალაპარაკევი ქონდეს ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. მე ყველაზე მეტი მაქვს ნალაპარაკევი თუ რა სიბოროტეა აბსოლუტური ძალაუფლება. ეს ჩემთვის ფუნდამენტური მსოფლმხედველობითი პრინციპი, რომ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მათი გაწონასწორების მექანიზმი არის ერთდერთი რამ, რომელიც ქვეყანას დემოკრატიის გზით წაიყვანს. მიუხედევად იმისა, უსუფაშვილი ამ ქვეყნისთვის საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა, ეს პრინციპი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ “ოცნებას” უსუფაშვილის კანდიდატის დაყენების შემთხვევაშიც არ დავუჭერდი მხარს. თუმცა, გაცილებით უფრო მშვიდად ვიქნებოდი მისი არჩევის შემთხვევაში”, – აცხადებს გოგუაძე.

აქედან გამომდინარე, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნების მეორე ტურში მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი ასეთი მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არ ვუჭერთ მხარს არც ზურაბიშვილს და არც ვაშაძეს. იმიტომ, რომ ვაშაძეც არის მიშა სააკაშვილის და მიშა სააკაშვილიც არის აბსოლუტური ძალაუფლება და არ მჯერა, რომ სააკაშვილი შეიცვლება. ამიტომ, ჩვენ ახლაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სამართლიან გარემოში ჩაატარონ არჩევნები და ვისაც მოსახლეობა მისცემს ხმას, ის შედეგები აისახოს საბოლოო მონაცემებში. რასაკვირველია, მე ვდგავარ იქ, სადაც აქამდე ვიდექი. ეს ადგილი არის ყველაზე უმადური ადგილი ქართულ პოლიტიკაში. იმიტომ, რომ ვხედავთ, როგორ ხდება ორპოლუსიანი გარემოს ჩამოყალიბება და ყოველივე არჩევნების წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამართვა. მინდა ვთქვა, რომ ეს გზა დამღუპველია, რადგან ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეა. არ შეიძლება ერთმანეთის ზიზღზე იყოს პოლიტიკა დამყარებული. მე ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ და ველოდები ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იქნება არც მიშას ორბიტაზე და არც ბატონი ბიძინას ორბიტაზე, რადგან არ მჯერა, რომ ბატონი ბიძინას აბსოლუტური ძალაუფლება შეიცვლება. მე არ ვიცი ივანიშვილი ვის გულისხმობდა ძველ გვარდიაში. არ მიფიქრია, რომ მაიცნდამაინც მე მომმართავდა ამ მიმართვით, მაგრამ რადგან გაჩნდა ეს კითხვა, ამიტომ ვპასუხობ მას. ჩვენ “თავისუფალი დემოკრატები” ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით.

შეუძლებელია ეს ორპოლუსიანი სამყარო საქართველოში, ეს ვირტუალური სამყარო სადაც ადამიანები ერთმანეთის მტრები არიან. ჩვენთვის “თავისუფალი დემოკრატებისთვის”, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ არჩევნები ჩატარებულიყო და ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში. მაგრამ დღეს თუ მართლა უნდათ სახელმწიფო გამოიყვანონ ჩიხიდან, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაიწყოს საარჩევნო რეფორმა, გააუქმოს მაჟორიტარი და გადავიდეს პროპორციულ არჩევნებზე, რადგან არ ვიცით როდის დადგება ამ ქვეყანაში აუცილებლობა საპარლამენტო არჩევნები.

ეხლა კარგად დაინახეს რომ გამყიდველები, არაკომპეტენტური ხალხითაა დაკომპლექტებული ხელისუფლება, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ერთი ინსტიტუტის დაკარგვის გამო ასეთ საფრთხეში აღმოჩნდა. ადამიანები, რომლებიც პრინციპებითაც კი არ მოქმედებენ, არამედ საკუთარი ინტერესებით, ყოველთვის იქითკენ გადაიხრებიან საითკენაც ხედავენ ძალას. ამიტომ არის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხელისუფლება, რომელსაც აქვს ყველა სტრუქტურა. მე არ ვიცი როგორი სახე ქონდა ივანიშვილს, უბრალოდ ძალიან კარგია თუ გაიაზრა რა გარემოცვა ყავს, როგორი ინტელექტის და პრინციპების ადამიანების გუნდი შემოიკრიბა, ვის ჩააბარა მართვის როლის შესრულება. ვერ გეტყვით ძალიან შეშინებული იყო თუ თბილი სახით მიმართა მოსახლეობას. მის ამ გამომეტყველების მიხედვით ამაზე ვერ ვიმსჯელებ”, – განაცხადა გოგუაძემ.

ნინო გოგუაძემ ასევე გვითხრა, რომ ისინი მზად არიან ითანამშრომლონ პროდასავლურ პოლიტიკურ სუბიექტებთან.

“დღეს მესამე ძალა გაკრეფილია. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ “თავისუფალი დემოკრატები” არ დავიზარებთ და დავდგებით ისევ ამ ადგილას. ვინ იქნება არ ვიცი მაგრამ ყველა ის ადამიანი და პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმისა წარსულში ქოცი იყო თუ ნაცი, გაიაზრებს, რომ არ შეიძლება სხვისი გამარჯვების ტალღაზე მოჯდომა და მოსვლა, ვინც გაიაზრებს, რომ არ შეიძლება აბსოლუტური ძალაუფლების მანიით შეპყრობილი ადამიანების თუნდაც კოალიციაში ყოფნა, ყველასთან ვითანამშრომლებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალგაზრების და იმის რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც იზიარებს ჩვენს პრინციპს და რაც მთავარია, ისინი საკუთრ ადგილს კი არ უფრთხილდებიან, არამედ აცნობიერებენ, რომ ეს ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომელთა მსოფლმხედველობაა, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული ქვეყანა. უნდა დამთავრდეს ქვეყანაში წარსულით მანიპულირება. ყველამ დაუშვა ბევრი შეცდომა და ნუ გველაპარაკებიან მორალური ამბიონებიდან”, – განაცხადა გოგუაძემ.

იტვირთბა....