aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნავთობის ფასი დრამატულად ეცემა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნავთობის ფასი რომ დრამატულად ეცემა, ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მიხედვით ერთი ბარელი ნავთობის ფასი 39 დოლარია. ასეთი იაფი ნავთობი მსოფლიოს 2008 წლის ბოლოდან არ ახსოვს.

ნავთობის გაიაფების ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ს მიერ ნავთობის მოპოვების გაორმაგებას სახელდება, რასაც აშშ-ში ნავთობის იმპორტის შემცირება მოჰყვა.

ნავთობზე ფასების შემცირებით ყველაზე მეტად რუსეთმა, ირანმა, ბრაზილიამ და ნიგერიამ იზარალეს.

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო ქვემოთ წავიდეს, რაც ბაზარზე ირანული ნავთობის დამატებითი მოცულობების გამოსვლას უკავშირდება. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ, რომლებიც ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, მიწოდებას სულ მცირე დღეში 500 ათასი ბარელით გაზრდის

 

შეგახსენებთ, ნავთობზე ფასის შემცირება 2014 წლის ივნისიდან  დაიწყო.

იტვირთბა....