aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მღებრიშვილი: ცალსახად გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა:

„,მინდა ცალსახად გამოვრიცხო, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში შსს-ს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი. საერთოდ, როგორ ფიქრობთ, მოვლენათა ყველაზე წარმოუდგენელი განვითარების შემთხვევაშიც, კრიმინალური პოლიცია, თავისი ფორმით, იტაცებს ადამიანს დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში და ამას ვერავინ ხედავს?  ამ ვერსიას თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ. ამასთანავე, ჩვენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ აფგან მუხთარლის მიერ ადვოკატისთვის დასახელებულ ლოკაციებსა და ყველა სავარაუდო მარშრუტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება.”

შს მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს მიმართა თხოვნით, მიეცათ აფგან მუხთარლის დაკითხვის შესაძლებლობა:

,,სანამ გამოძიება შუალედურ შედეგებს არ დადებს, მე ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამავდროულად, ჩვენ უკვე მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოეცათ შესაძლებლობა, ჩვენი გამომძიებელი ჩასულიყო აზერბაიჯანში და აფგან მუხთარლი დაეკითხა. გვინდა, პირადად მისგან შევიტყოთ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის”- განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შეფასებები ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით გაკეთდა.

,,ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, შეფასებები, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე გაკეთდა, ძირითადად ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით იყო. სამწუხაროდ, აიტაცეს ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი. იცით, რომ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. ასე რომ, ვისურვებდი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს, სანამ არ დადგინდება საქმესთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები.” – განაცხადა შს მინისტრმა.

წყარო “პრაიმტაიმი”

იტვირთბა....