aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროსაბჭოს სესიაზე ყველა გვეხვეწებოდა, სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო”, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
“რადგან მიშა თავს გვახსენებს, მაინც დავწერ. PACE-ს ბოლო სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა, ამ კაცს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო (შეგვიძლია ოფიციალურ თხოვნად ჩავთვალოთ). მოკლედ, უკვე მეორე ქვეყანა ცდილობს როგორმე თავიდან მოიშოროს”, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა “რუსთავი 2”-ს, სადაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, მისეული ხედვა გადმოსცა.

იტვირთბა....