aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოზარდების დაჭრისთვის დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ექსპერტიზა ჩაუტარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოზარდების დაჭრისთვის დაკავებულს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც პროცედურის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, მოზარდს დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ის არ არის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის. მისი თქმით, ძირითადად საუბარია სილურჯეებზე.

„ექსპერტებს წინასწარი შეფასება არ გაუკეთებიათ. მათ დაათვალიერეს ვიზუალურად სხეულზე. რაც იყო დაზიანებები ისინი აღიწერა, გაიზომა და ამის შემდეგ ექსპერტები გასცემენ ექსპერტიზის დასკვნას. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე მძიმე ხარისხის დაზიანება იყოს ან ნაკლებად მძიმე. ალბათ უფრო მსუბუქი ხარისხის დაზიანებაა. რა თქმა უნდა, მიადგა იმ დღეს კონფლიქტის დროს,“ – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

წითელ ბაღთან ორი დღის წინ მომხდარ დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალს ოფიციალურად დღის ბოლომდე წარუდგენენ. ორი დღის წინ 3 მოზარდი დაჭრეს. ერთ-ერთი გაშველების დროს ხელში მსუბუქად დაიჭრა.

იტვირთბა....