aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

“მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს” – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მეიერჰოლდის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ელენა კოვალსკაია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ თეატრის დირექტორმა ინფორმაცია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

“მეგობრებო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო პროტესტის ნიშნად სახელმწიფო თეატრის [ЦИМ] დირექტორის თანამდებობას ვტოვებ. შეუძლებელია იმუშაო მკვლელისთვის და მისგან იღებდე ხელფასს”, – წერს კოვალსკაია.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.უკრაინული მედიის ცნობით, არმიამ ქალაქი სჩასწიე დაიბრუნა, მოკლეს 50 რუსი სამხედრო და გაანადგურეს ოკუპანტების საბრძოლოდ ტექნიკა.მედია ასევე იუწყება, რომ ლუგანსკში რუსული ტანკების კოლონა შევიდა.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი გაანადგურეს.

ვრცელდება ცნობები, მე-6 რუსული ვერტმფრენის განადგურების შესახებ.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მოლდოვამაც.

რუსეთი მოლაპარაკებების სანაცვლოდ უკრაინისგან ნეიტრალიტეტს ითხოვს.

იტვირთბა....