aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მირზა სუბელიანი: “მირჩევნია მკვდარი მე ვიყო და ეს ბავშვები ცოცხალი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში მისი თავი მეორე ხარისხოვანია.

“მე მირჩევნია ვიყო მკვდარი და ეს ბავშვები ცოცხალი. დანარჩენი ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. ჩემი თავი მეორე ხარისხოვანია ჩემთვის ამ საქმეში. ” – განაცხადა მირზა სუბელიანმა ქრონიკასთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, 1 ივნისს მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხეს.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

იტვირთბა....