aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლეზე ძალადობა: შსს-მ ბრალდებული დააკავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნ.ბ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს.

“გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....