aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დაპირისპირება საპატრიარქოში: ვის უწოდა მეუფე პეტრემ „რუხი კარდინალი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

რამდენიმე დღის წინ გადაცემა „არჩევანში“  პატრიარქის დაცვის უფროსის, იოსებ ოხანაშვილის განცხადებას, რომ ის  არ გამორიცხავს, სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხი დააყენონ, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა მოჰყვა. საპატრიარქოში შესვლამდე მოკლე კომენტარი გააკეთა მეუფე იაკობმა, რომელმაც პატრიარქის დაცვის უფროსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა: “ის არ არის ფიგურა, რომელზეც კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ მე მაგას მაინც გავუშვებ”.

პატრიაქრის დაცვის უფროსმა გადაცემაში ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ მოხდა ინციდენტი პატრიარქის დაცვის წევრებსა და ქორეპისკოპოსის თანაშემწეს შორის, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.

მეუფე პეტრე საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების მთავარ მიზეზად პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს ასახელებს და მას “რუხ კარდინალს” უწოდებს:

„მთავარი პრობლემა არსებული საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან რეფერენტის ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, ანუ უწესრიგო მდგომარეობა.

დანარჩენი ადვილად მოგვარებადია, როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი ტავის უფლებამოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და ეს პრობლემები აუცილებლად მოგვარდება.

მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ყველა პრობლემისა. და ე.წ რუხი კარდინალის მდგომარეობა არის ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში,“ – განცხადება მეუფე პეტრემ საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომის დაწყებამდე.

 

იტვირთბა....