aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის მეტროსადგურების გარე აბრები იცვლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქის მეტროსადგურების გარე ფასადზე, მანიშნებელი აბრები იცვლება. ქართული წარწერის გვერდით სადგურის სახელწოდება ინგლისურ ენაზეც განთავსდება, – ინფორმაციას commersant.ge ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აბრების შესცვლის პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს. ამ ეტაპზე მეტროსადგურების, „რუსთაველის” და “ისნის” ძველი აბრები, თანამედროვე დიზაინის ახალი აბრით ჩანაცვლდა. მანამდე კი აბრა “სადგურის მოედანზე” შეიცვალა.

​როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ახალი აბრები აღჭურვილია დიოდური განათებით.

კომპანია გეგმავს ეტაპობრივად განაახლოს ყველა სადგურის მანიშნებელი გარე აბრა და ასევე ძველი სანავიგაციო სისტემა, რაც მგზავრებს უკეთესად ორიენტირებაში დაეხმარება. პირველ ეტაპზე ახალი სანავიგაციო სისტემა დამონტაჟდება მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი” და „ვარკეთილი”.

იტვირთბა....