aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მესტიის საკრებულოს დეპუტატს საკუთარმა ნათესავმა ესროლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობილი გახდა, რომ მესტიის საკრებულოს დეპუტატს საკუთარმა ნათესავმა ესროლა. მოკლულის მეზობლების განცხადებით, ლომარ ნიგურიანს ბიძაშვილმა მამუკა ნიგურიანმა მესტიის ბაზრის ეზოში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მესტიაში შეიარაღებული თავდასხმის დროს საკრებულოს წევრ ლომარ ნიგურიანს საკუთარ სახლთან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი ნიგურიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. შემთხვევა დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოხდა.

იტვირთბა....