aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი: არჩევნების მეორე ტურის შემდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

წელს სავარაუდოდ პირველი არჩევნები ჩატარდა ისე, რომ საქართველოს მოსახლეობას დენის ტარიფებზე დაპირება არ მიუღია.  ჩნდება მოსაზრება, რომ მთავრობაში უკვე ემზადებიან ძვირი დენისთვის.

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ენერგოკომპანიებთან ერთად, ჭკვიანი მრციხველების დაყენების იდეას ამუშავებს. მისი დაყენება ინვესიტიცებს მოითხოვს, რომელიც შედმგომ ძირითადად ტარიფებში აისახება ხოლმე და კიდევ ერთი ფაქტორი – ასეთი მრიცხველები უმეტესად ისეთ ქვეყნებშია აუცილებელი, სადაც დენი ძვირია.

სემეკ-ში ჯერჯერობით არც თელასის და არც ენერგო-პროს განაცხადი დენის ტარიფის მომატების შესახებ არ შესულა. მათ ვადა წლის ბოლომდე აქვთ. სამაგიეროდ ტარიფის გადახედვას 15 გენერირების კომპანია ითხოვს, სემეკ-ს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა არ მალავენ, რომ კომპანიების სურვილი ფასის გაზრდაა.

საარჩევნო ციკლის საბოლოოდ დასრულებამდე ენერგოკომპანიები ტარიფების თემაზე დუმილს ამჯობინებენ, თუმცა სავარაუდოდ, უკვე მეორე ტურის დასრულების შემდეგ ვითარება შეიცვლება.

guriismoambe.com

იტვირთბა....