aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარიანი დახმარება გადაეცემათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  600 ლარიანი დახმარება გადაეცემათ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას.

პრემიერ–მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.

იტვირთბა....