aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეზობლებისთვის საკარანტინო სივრცეები საშიშროებას არ წარმოადგენს” – ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე
aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ისედაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პაციენტებს ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას.

„მეზობლებისთვის, იქ სადაც საკარანტინო სივრცეები არის, არაფერ საშიშროებას ეს არ წარმოადგენს ამიტომ აქედან ნუ შევქმნით პრობლემას და იმ ადამიანებს, მოგეხსენებათ გარკვეული ფსიოქოლოგიური სტრესი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ჯანმრთელები არიან. 2 კვირა როცა ოჯახს მოწყვეტილი არიან, როცა იზოლირებული არიან გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესი არსებობს და ზედმეტად კიდევ ნუ დავუმატებთ. ის ადამიანები ასევე ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო ვალდებულებას, რომ ისინი არიან იზოლირებული, რომ თუ ვინმე ინფიცირებულია არ გადასდონ სხვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა სადაც წერდა, რომ: „ჩვენ რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.“

დღეს, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 49.

მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....