aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მედიკამენტი, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ – კვლევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ინფექციონისტი და ჰემატოლოგი ელზა ვაშაკიძე აცხადებს, რომ “მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ არის ძალიან ეფექტური და მასზე დიდი იმედია დამყარებული.” ამის შესახებ მან გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონიაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მედიკამენტმა ადამიანებში გამოცდა გაიარა. აბები მიიღო 1000-ზე მეტმა პაციენტმა. პირველი შედეგები 8 მარტს გამოქვეყნდა.

„მედიკამენტი ეფექტური გახლავთ და მასზე ძალიან დიდი იმედია დამყარებული. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ეს შრომა მთლიანად დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ მისი რეგისტრაცია და შემდგომში გამოყენება არ იქნება დიდი სირთულე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ერთ პატარა ნიშას კიდევ გადავლახავთ ამ მედიკამენტის დარეგისტრირებით. მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი მის მიმართ განწყობილი და დღეს კიდევ უფრო, როცა გამოქვეყნებულია პირველი შედეგები“, – განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.

იტვირთბა....