aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“მედვედჩუკი პუტინს მიმართავს და გაცვლას სთხოვს” – უკრაინის უსაფრთხოება ვიდეოს ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლია, რომელიც უკრაინის დეპუტატია და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი მცველებსა და მოქალაქეებში გაცვლას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მედვედჩუკმა ზელენსკის და პუტინს სთხოვა მისი გაცვლა მარიუპოლის დამცველებსა და მაცხოვრებლებში.

“მე, ვიქტორ მედვედჩუკი მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვითხოვ  გამცვალეთ მარიუპოლის მცხოვრებლებსა და მცველებში, რომლებიც ამ დრომდე მარიუპოლში იმყოფებიან და ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით, უსაფრთხოდ გამოსვლის საშუალება არ აქვთ”, – ამბობს ვიდეომიმართვაში მედვედჩუკი.

 

 

იტვირთბა....